Tuesday, November 12, 2013


თბილისი






თბილისი-საქართველოს დედაქალაქი . მისი მშენებლობა დაიწყო ვახტანგ გორგასალამა და მისმა მემკვიდრემ  დაჩი I დაამთავრა მისი მშენებლობა. თბილისი მტკვრის ნაპირზეა გაშენებული და სამი მხრიდან მთებითაა შემოსაზღვრული - აღმოსავლეთით მახათას მთა, სამხრეთით სოლოლაკის მთა, დასავლეთით მთაწმინდა თბილისის ბუნებრივთავდაცვით სიმაგრეს ქმნიდა. თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში(ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნე ტერიტორიაზე), სამხრეთ აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭლის მიდამოებით, ჩრდილოეთ აღმოსავლეთით მდინარე მტკვრი საზღვრავდა, სამხრეთ სადავლეთით -- თაბორის ქედის კალთები, ჩრდილოეთ დასავლეთით კი -- წავკისის წყალი . როგორც ქართველი მემატიანეები, ისე უცხოელი მოგზაურები მოგვითხრობენ, რომ საქართველოს დედაქალაქი მსოფლიო ქალაქთა შორის ულამაზესი ქალაქი იყო კეთილმოწყობილი ქუჩებით, მიუვალი და უზარმაზარი ციხე-კოშკებით, მეფეთა, დედოფალთა და დიდ-ვაჭართა ულამაზესი სრა-სასახლეებით.აქ იმართებოდა სამხედრო აღლუმები, სამეცნიერო მსჯელობები, ლიტერატურული საღამოები, დიპლომატიური თათბირები…




.