თბილისის ტაძრები




                                          სამება
ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთვისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა , პეროდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა.1989 წლის მაისში,საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი '' წმინდა სამების საკათედრო ტაძრის'' პროექტზე. პირველ ეტაპზე 100-მდე პროექტი შემოვიდა , თუმცა გამარჯვებული  ვერ გამოვლინდა.საბოლოოდ არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროეკტის განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ  1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა.
ტაძრის მშენებლობა ძირითადათ კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა.
ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.




სიონი

გადმოცემით სიონი ერთერთი იმ ტაძართაგანი იყო რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისსში Vს-ის მეორე ნახევარში. ტაძარს საფუძველად დაედო ღვთისმშობლის  მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. მშენებლობა გაგრძელდა ტახტის მემკვიდრის დაჩისა და ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის დროსაც. მშენებლობა რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთვები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნესეს დროს, 620-იან წლებში. ტაძრის აღმშენებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.




ანჩისხატი

ანჩის ხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ნაშენია თლილი ქვით, ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა. ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია - ანჩისხატი  XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის მონასტრიდან ბექა  ოპიზარის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი გადმოასვენეს.ანჩისხატის ისტორია აგებიდან XVII საუკუნემდე უცნობია.1675 წელს დომენტი III კათალიკოსმა აღადგინა ის და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო.მოხატეს ნიკოლოზ კათოლიკოსის თაოსნობით. ერეკლე II მეორის მეფობაში, ანჩისხატთან დაარსდა აკადემია. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში აღადგინეს, 1814 წელს ხელმეორედ მოხატეს. იმავე საუკუნის 70-იან წლებში დააშენეს ყალბი გუმბათი და მიადგეს მრავალსართულიანი სამრეკლო.






ქაშვეთი
ქაშვეთი — ტაძარი თბილისში. აგებულია 1904-1910 ძველი ეკლესიის ადგილზე. ადრე აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნეში ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა.
XIX საუკუნის მიწურულს ისიც დაზიანდა. ქაშვეთის მაშინდელმა წინამძღვარმა, მარკოზ ტყემალაძემ და ტაძრის მესვეურებმა ახალი შენობის აგება გადაწყვიტეს. პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ლ. ბილფელდმა, რომელმაც ნიმუშად სამთავისის ტაძარი გამოიყენა. ფასადის მდიდრული ჩუქურთმა ნეოფიტე აგლაძეს ეკუთვნის. თუმცა ტაძარში უხვადაა ძველი ქართული ხელოვნებისათვის უცხო ეკლექტიკური ხასიათის ელემენტები, მაგრამ მას ბევრი ღირსებაც აქვს. ქაშვეთი კარგად არის შეხამებული ადგილმდებარეობასთან და თავისი სილუეტით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალაქის ცენტრის ანსამბლში. 1947 წელს ქაშვეთის ტაძარი ლადო გუდიაშვილმა მოხატა.


მამადავითის ეკლესია 

მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია — თბილისში, მთაწმინდის შუაწელზე აღმართული გუმბათოვანი ტაძარი. თარიღდება 1859-1871 წლებით.ტაძრის სიმაღლე 25,7 მეტრია, სიგრძე - 17,2, სიგანე - 10,7 მეტრი. შენობაში, მგალობელთა გუნდის ჩათვლით თავისუფლად ეტევა 400 კაცი. აგურით ნაშენი ტაძარი გარედან ტრადიციული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ფორმას იმეორებს, მაგრამ ინტერიერში მას გრძივი მკლავები არ აქვს, სივრცე ერთიანი და დაუნაწევრებელია. მასში ქართული ორნამენტი ერთობ მიჩქმალულია, ფასადები სადაა.ინტერიერი 1889 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ტაძრის კედლები მოახატვინა. მხატვრობის უმეტეს ნაწილს ქართველ წმინდანთა ფიგურები შეადგენს, საკურთხეველში წმ. სამების გამოსახულებაა მოცემული.




3 comments: