თბილისის ღირშესანიშნაობები


 

 ოპერის სახლი ქ. თბილისშისაქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე. დაარსდა 1851 წელს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ყოფილი სახაზინო თეატრის მშენებლობა 16 წელი მიმდინარეობდა და 1896 წელს დასრულდა. ქართული  საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის ზაქარია ფალიაშვილის სახელი მას 1937 წელს მიენიჭა. 
პირველ ხანებში თეატრის რეპერტუარი უცხოელი კომპოზიტორების   ოპერებისგან შედგებოდა; პირველი ქართული ოპერები - ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე" და სხვა 1919 წელს დაიდგა.  
პირველი ქართული საბალეტო სპექტაკლი - ანდრია ბალანჩივაძის "მთების გული" 1936 წელს ლეგენდარულმა მოცეკვავემ, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელმა ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა. 
თეატრი პეტერბურგელი არქიტექტორის, გერმანელი ვიქტორ შრეტენის პოექტითაა აშენებული. იგი ფსევდო-მავრული სტილის ნაგებობაა. ფასადთა მხატვრული დამუშავება " კედლების ღია და მუქი ფერის ზოლები, შეისრული და ნალისებური ფორმის ღიობები, სტალაქტიტური კარნიზები ისლამური არქიტექტურისთვისაა დამახასითებელი. ფსევდო-მავრული სტილისაა ნაძერწობით, მოხატულობითა თუ სარკეებით შემკული დარბაზი და ფოიე. თეატრის შენობა სკვერში დგას. აქ არის დასაფლავებული ზაქარია ფალიშვილიც. საფლავზე კომპოზიტორის ქანდაკება დგას.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მსოფლიო დონის მიმღერლები მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ: ვანო სარაჯიშვილი, დავით გამრეკელი, პეტრე ამირანაშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე, ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ნოდარ ანდღულაძე, პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი და სხვა. თეატრის საბალეტო დასს დღეს მსოფლიოში აღირებული ბალერინა ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობს.


რუსთაველის თეატრი

 

შენობა, რომელშიც ამჟამად რუსთაველის თეატრია განლაგებული, 1898-1901 წლებში აშენდა საარტისტო საზოგადოებისთვის. პროექტის ავტორები არიან თბილისში მოღვაწე არქიტექტორები კორნელი ტატიშჩევი და ალექსანდრ შიმკევიჩი.
ფასადის ხასიათს განსაზღვრავს ფართო ვიტრინები, გიგანტური პილასტრებითა და ფრონტონებით შემკული ორი განაპირა და შუა ფართო რიზალიტი; დიდი თაღოვანი სარკმლების რიგი, მაღალი მანსარდა მრგვალი სამერცხულებით და ტროტუარის მთელი სიგანის მომცველი პორტიკი, რომლის ქვის მძიმე ბალუსტრადიანი გადახურვა ოთხკუთხა ბურჯებსა და შეწყვილებულ სვეტებს ეყრდნობა. ფასადისა და ინტერიერის გაფორმებაში როკოკოს სტილის მრავალი ელემენტია გამოყენებული: ღიობთა დამაგვირგვინებელი ნაძერწი გირლანდები და ნიჟარები, პილასტრთა ნაძერწი კაპიტელები, ანტაბლემენტი ნაძერწი ნიჟარებისგან შემდგარი ფრიზით და სხვ.
შენობის სარდაფში მოწყობილი რესტორანი "ქიმერიონი" პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX -ის დასაწყისის თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. იგი 1919 წელს მოხატეს მხატვრებმა: . გუდიაშვილმა, . კაკაბაძემ,  . ზდანევიჩმა და . სუდეიკინმა.
1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა თეატრის შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს. დროთა განმავლობაში გადაუდებელი გახდა შენობის კომპლექსური რეკონსტრუქციაც (1982-87 წლები). სარესტავრაციო საქმეს სათავეში ჩაუდგა არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი. თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა. მხატვარ-რესტავრატორ ამირან გოგლიძის ხელმძღვანელობით აღდგა ,,ქიმერიონისფრესკები.
ამჟამად თეატრს აქვს სამი უახლესი აპარატურით აღჭურვილი დარბაზი: დიდი (786 ადგილი), მცირე (300 ადგილი) და ექსპერიმენტული (182 ადგილი), ასევე კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დიდი ,,სამეჯლისო დარბაზი”, ,,მცირე ფოიედა ,,პატარა სასტუმრო ოთახი”.
2002-2005 . ჩატარებულმა სამუშაოებმა საბოლოოდ დაასრულა თეატრის აღდგენა და რეკონსტრუქცია.

თეატრის ფოიე.
 
თეატრში მოქმედებს მუზეუმი, რომლის საცავებში საინტერესო მასალები და ექსპონატებია დაცული. შენობაში ასევე მოთავსებულია თბილისის კინოსა და თეატრის ინსტიტუტიც.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) — საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელ. დაარსდა 1918 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაშ.

მთავარი კორპუსის ოთხსართულიანი შენობა, რენესანსული არქიტექტურის მოტივებს ეფუძნება. მთავარი ფასადის ცენტრალურ ნაწილს გუმბათით დასრულებული შვერილი წარმოადგენს, რომელიც რუსტრირებული და გიგანტური კორინთული პილასტრებითაა გაფორმებული. ფართო კიბისა და სიმეტრიული პანდუსის კომპოზიცია ფასადს პარადულობას ანიჭებს. შენობის ხუროთმოძღვარია პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებულისიმონ კლდიაშვილი, მშენებლობის ორგანიზატორი კიცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ცხვედაძე. ბიბლიოთეკის დარბაზსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში მხატვარ . ბუღაძის მიერ 2001 წელს შესრულებული მოხატულობა.
უნივერსიტეტის პირველი კორპუსი გახსნის პერიოდში
 




თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

ყოფილი მუსიკალური სასწავლებლის შენობა 1901-04 წლებში აშენდა არქიტექტორ ალექსანდრ შიმკევიჩის პროექტით. შენობის ფასადზე არაცენტრალურად მოთავსებული, კოლონებით მონიშნული პორტალი და მის ზემოთ მდებარე გიგანტური ბრტყელი პილასტრები  შოთა რუსთაველის გამზირიდან ამავალი . ლაღიძის ქუჩის პერსპექტივას ასრულებს. ნაგებობა ეკლექტური სტილისაა: ფასადის გაფორმებაში რენესანსულ-ბაროკული არქიტექტურის ელემენტებია გამოყენებული, ინტერიერის  ორთულობა მოდერნის  ნიშნებს შეიცავს.
შენობამ მრავალი ცვლილება განიცადა: 1942 წელს ორსართულიან ნაგებობას კიდევ ორი სართული დააშენეს, რამაც უხვად მორთული ანტაბლემენტი  იმსხვერპლა. 1937-42 წლებში აშენდა დიდი საკონცერტო დარბაზი. 1930-იან წლებშივე შენობის გვერდით ფასადზე მოათავსეს ანტონ რუბინშტეინის  ქანდაკება, მუსიკოსისა, რომელმაც 1891  წლის 24 აგვისტოს გამართული კონცერტის მთელი შემოსავალი თბილისის მუსიკალური სასწავლებლის აგებას მოახმარა.

კონსერვატორიის შენობა დაარსების პერიოდში.
 

No comments:

Post a Comment