კვლევა




თბილისი ჩვენ თვალწინ იზრდება და იცვლება. უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან ბევრჯერ მოგვისმენია: ეჰ, შეიცვალა ქალაქი, თბილისი თბილისს აღარ ჰგავსო,  ეს რა შენობებია და საერთოდ არავინ არ ზრუნავს მის იერ–სახეზეო.
 ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა მოსახლეობაში, შევხვდით არქიტექტორს ბატონ და გეოგრაფიის დოქტორს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორს  ბატონ ზურაბ ჯანელიძეს.
ამ გამოკითხვების შედეგად დავადგინეთ, რომ  მოსახლეობა აქტიურად ადევნებს თვალს თბილისში მომხდარ  სიახლეებსა და აქტიურად არის ჩართული მის გამწვანებაში.
გამოკითხულთა მხოლოდ 18%–ს არ მოსწონს თბილისის განაშენიანება, 91% კმაყოფილია.
სკვერების ადგილზე შენობების აშენების მომხრეა 100%, 98% კი თვლის, რომ განაშენიანება ეკოლოგიაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. 82% თვლის, რომ ქალაქში სკვერების რაოდენობა არ შეცვლილა, მხოლოდ 3% ფიქრობს, რომ სკვერების რაოდენობამ მოიმატა.



პირველი გამოკითხვის შედეგები:

კითხვები:
  1. მოგწონთ თუ არა თბილისის განაშენიანება?
  2. მოგწონთ თუ არა ბაღებისა და სკვერების ადგილზე შენობების აგება?
  3. თქვენი აზრით მოქმედებს თუ არა ეკოლოგიაზე განაშენიანება?
  4. თქვენი აზრით მოიმატა  თუ არა მშენებლობებმა ბოლო წლების მანძილზე?
  5. თქვენი აზრით მოიმატა თუ არა სკვერების განაშენიანებამ?




მოსახლეობის 54%–ს  სკვერების კეთილმოწყობაში მონაწილეობა მიუღია, 100% –დან  82%–ს დაურგავს ხეები, მაგრამ 78% თვლის, რომ ერთ ადამიანს არ შუძლია შეცვალოს ლანდშაფტი.

მეორე გამოკითხვის შედეგები:

კითხვები:
  1. მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა თქვენი საცხოვრებელი ადგილის, სკვერის გამწვნაებაში?
  2. დაგირგავთ ხე იმ მიზნით, რომ ის არის სიცოცხლისა და სიჯანსაღის სიმბოლო?
  3. შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს შეცვალოს გარემო?




მოსახლეობის უმეტესობა  საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ანიჭებს უპირატესობას და არ ფიქრობს ეკოლოგიურ პრობლემებზე. ეს ჩვენი აზრით ინფორმაციის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. საჭიროა მოსახლეობაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ასამაღლებლად საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარება (ბროშურების გამოცემა, ტელეგადაცემების გაკეთბა და ა.შ.).
ჩვენ ვაპირებთ პროექტის გაგრძელებას და ამ მიმართულებით შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვას პროექტის ფარგლებში. უხლოეს ინფორმაციებს მუდმივად გამოვაქვეყნებთ ჩვენს ბლოგზე.

No comments:

Post a Comment